Skip to main content
AnamariaRig
ონლაინ კურსი კონტენტ კრეატორებისთვის

Content Creator: Zero to Pro

ისწავლე როგორ აქციო კონტენტი შემოსავლის წყაროდ და შექმენი შენი პირადი ბრენდი

94გაკვეთილი
10მოდული
ჩამოსქროლე
ანამარიასგან

მოისმინე პირადად ჩემგან.

გადაწყვეტილების მიღებამდე, უყურე ამ ვიდეოს.

Video thumbnail
სანამ დარეგისტრირდები

ნამდვილად
შენთვისაა ეს კურსი?

გადახედე ორივე სიას. უმეტესობა 30 წამში ხვდება, არის თუ არა ეს მათთვის.

მონიშნე ის, რაც შენზეა0 / 7
ეს შენთვისაა, თუ…
გამოტოვე ეს, თუ…
არ გამოგადგება
გჭირდება ინგლისურენოვანი გაკვეთილები (კურსი ქართულ ენაზეა)
ეძებ სწრაფად გამდიდრების გზებს სოც ქსელებში (ეს კურსი სისტემურ ზრდაზეა)
არ ხარ მზად გამოაქვეყნო კონტენტი და მიიღო უკუკავშირი
გინდა სერტიფიკატი, და არა უნარები (ჩვენ ვფოკუსირდებით შედეგებზე, და არა ფურცელზე)
10 კვირა · 3–5 სთ/კვირაში · ქართულად
თუ ეს შენზეა, დავიწყოთ

კურსის შინაარსი

94 გაკვეთილი. 10 მოდული. ერთი სრული სისტემა.

გაეცანი სრულ კურსის შინაარსს ქვემოთ. ჩამოშალე ნებისმიერი მოდული, რომ ნახო, რას მოიცავს.

Start

როგორ არის აგებული კურსი და რეალურად რა განაპირობებს კრეატორის წარმატებას.

კურსის სტრუქტურა, ლოგიკა და განვითარების ყველაზე სწრაფი გზა შენი ამჟამინდელი გამოცდილების გათვალისწინებით.

წარმატება არც ძვირადღირებულ აპარატურაზეა დამოკიდებული, არც ნიჭსა და იღბალზე. ნახეთ, რას გვიჩვენებს ათასობით არხის რეალური მონაცემები.

ის, რასაც დაწყებამდე არავინ გეუბნება და მიზეზი, თუ რატომ ნებდება ადამიანების უმეტესობა მე-3 თვეს.

რატომ არის უკეთესი ტექნიკის მოლოდინი საქმის გადადების საუკეთესო საბაბი. გაიცანით არხები, რომლებმაც მილიონ გამომწერს მხოლოდ ტელეფონის გამოყენებით მიაღწიეს.

რატომ გეჩვენება საკუთარი თავი უცნაურად, მაშინ როცა სხვები ამას ვერ ამჩნევენ. რა განცდაა პირველი 50 ვიდეოს გადაღება და როგორ ჩანს ეს ყველაფერი გარედან.

რატომ ჯობს გამოქვეყნებული ვიდეო იმ იდეალურს, რომელსაც ვერასდროს ასრულებ. როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან რეალური ხარვეზი და გამოქვეყნების შიში.

რატომაა უაზრობა საკუთარი თავის შედარება იმ კრეატორებთან, რომლებმაც წლების წინ დაიწყეს. ერთადერთი შედარება, რომელსაც რეალურად მოაქვს შედეგი.

როგორ აღვიქვათ ცუდი შედეგი როგორც სასარგებლო ინფორმაცია და არა როგორც განაჩენი. რა უნდა გავაანალიზოთ და რატომ არის ჩვენი შემდეგი ნაბიჯი ყოველთვის უცვლელი.

განსხვავება ჯანსაღ კრიტიკასა და უბრალო ხმაურს შორის. როგორ უნდა ვუპასუხოთ იმ უკუკავშირს, რომელსაც რეალურად აქვს მნიშვნელობა და როგორ გავუმკლავდეთ ჰეითს.

რატომ არ მუშაობს ინსპირაციის მოლოდინი. როგორ ავაწყოთ ისეთი სისტემა, რომელიც ცუდ დღეებშიც კი შეგაქმნევინებს კონტენტს.

როგორია ზრდის რეალური მრუდი და რას ნიშნავს დასაწყისში არსებული გრძელი, უშედეგო პერიოდი. რა ხდება მესამე თვეს და როგორ უნდა გადავლახოთ ის.

როგორ მუშაობს ალგორითმები TikTok-ზე, Instagram-ზე, Facebook-სა და YouTube-ზე და როგორ ვამუშაოთ ისინი ჩვენს სასარგებლოდ.

3 მთავარი ფაქტორი, რომელიც წყვეტს, ვინ ნახავს შენს ვიდეოს ყველა პლატფორმაზე: ყურადღების შენარჩუნება (retention), ჩართულობა (engagement) და ბოლომდე ყურება. რატომაა პროდაქშენის ხარისხი მეორეხარისხოვანი.

როგორ აფასებს For You გვერდი შენს კონტენტს პირველსავე საათში. რატომ წყვეტს პირველი 3 წამი ყველაფერს და რა მუშაობს დღეს ყველაზე კარგად.

რატომ აქვთ Reels-ს, Stories-სა და Feed-ს სრულიად განსხვავებული მიზნები და ალგორითმები. როდის რომელ ფორმატს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა.

რატომ არ უნდა დავივიწყოთ ფეისბუქი. როგორ აფასებს ალგორითმი გაზიარებებსა და ჯგუფურ აქტივობას.

რით განსხვავდება ძიება და რეკომენდაციები ერთმანეთისგან. რატომაა ქავერი (thumbnail) ვიდეოს წარმატების ნახევარი. როგორ მუშაობს Shorts-ის ალგორითმი.

როგორ გამოვიყენოთ უკვე არსებული მასალა სხვა პლატფორმებისთვის ხელახლა გადაღების გარეშე. როგორ მოვარგოთ ერთი კონტენტი ოთხ სხვადასხვა ფორმატს და რომელი პროგრამები აკეთებენ ამას ავტომატურად.

როგორ ვიპოვოთ ოქროს შუალედი იმას შორის, რაც იცი, რაც მოგწონს და რასაც ხალხი ეძებს. როგორ დავტესტოთ იდეა გადაღებამდე.

ზუსტად ვისთვის იღებ ვიდეოებს და როგორ ცვლის ამის ცოდნა შენს ყველა გადაწყვეტილებას — დაწყებული ტონიდან და ხანგრძლივობიდან, დასრულებული თემითა და ქავერით.

როგორ გადავიღოთ ვიდეოები წინასწარ, რათა ბოლო წუთს არ მოგვიწიოს ფიქრი. როგორ განვსაზღვროთ პოსტვის სიხშირე პლატფორმების მიხედვით ისე, რომ არ გადავიწვათ.

როგორ მოვიძიოთ იდეები კომენტარებიდან, ძიების სისტემებიდან, ფორუმებიდან და კონკურენტებისგან. როგორ გამოვიყენოთ AI გონებრივი შტურმისთვის და როგორ ვაქციოთ ერთი იდეა ათ ვიდეოდ.

იდეები, hook-ები და სტრუქტურა — ეტაპი კამერის ჩართვამდე.

როგორ ვიპოვოთ ის კონკრეტული კუთხე, რომელიც მაყურებელს სქროლვას შეაწყვეტინებს. ოცი იდეის გენერირება ერთი ფართო თემიდან.

3 წამი, რომელიც წყვეტს, ადამიანი შენს ვიდეოს უყურებს თუ გადასქროლავს. ყურადღების მიმქცევის (hook-ის) 3 ფორმატი, რომელიც ყველგან მუშაობს. როგორ დავწეროთ 5 ვარიანტი და ავირჩიოთ საუკეთესო.

Hook-ი, მთავარი სათქმელი (კონტენტი) და მოწოდება ქმედებისკენ (call to action) — როგორ ჩავატიოთ სრულყოფილი იდეა 30 წამში. როგორ მუშაობს ყურადღების შენარჩუნების ტექნიკები (retention loops).

როგორ შევინარჩუნოთ მაყურებლის ყურადღება 10-დან 60 წუთამდე. ინტერესის შესანარჩუნებელი მეთოდები, სირთულის საფეხურები და რა უნდა გავაკეთოთ მე-10 წუთზე.

სრული სკრიპტი, მთავარი თეზისები თუ თავისუფალი საუბარი — რა მუშაობს საუკეთესოდ კონკრეტული კრეატორისთვის და ფორმატისთვის. ტელეპრომპტერის გამოყენების რეალური პლიუსები და მინუსები.

როგორ გამოვიყენოთ AI შავი ვერსიის შესაქმნელად ისე, რომ ტექსტი რობოტულად არ ჟღერდეს. რომელი ნაწილები უნდა გადავწეროთ ყოველთვის ჩვენით. Prompt-ები, რომლებიც რეალურად მუშაობს.

როგორ ვაქციოთ ნებისმიერი თემა ემოციურად მიმზიდველად. ზედაპირული პრობლემა უფრო ღრმა პრობლემის წინააღმდეგ. რატომ აშენებს გულწრფელობა ნდობას ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ექსპერტობა.

როგორ შევამჩნიოთ ტრენდები მათ პიკამდე. როგორ მოვარგოთ ისინი ჩვენს ნიშას და როგორ მივხვდეთ, როდის კარგავს ტრენდი აქტუალობას.

ტელეფონი, განათება, ხმა და სხვა ტექნიკური დეტალები. პროფესიონალური სტუდია სულაც არ გჭირდება.

რომელ პარამეტრებს აქვთ რეალური მნიშვნელობა (რეზოლუცია, fps, სტაბილიზაცია) და რომელს არა. რატომ არ არის აუცილებელი ახალი ტელეფონის ყიდვა დასაწყებად.

რომელი მიკროფონი უნდა ვიყიდოთ პირველ რიგში. რინგ-ლაითი (Ring light) ბუნებრივი განათების წინააღმდეგ, შტატივი სელფის ჯოხის წინააღმდეგ. კონკრეტული პროდუქტები ბიუჯეტის მიხედვით. რაში ღირს ფულის გადახდა ახლა და რაში — მოგვიანებით.

რატომ აქვს განათებას იმაზე დიდი მნიშვნელობა, ვიდრე უახლეს კამერას. ფანჯრის ბუნებრივი შუქი, გადაღება დღის სხვადასხვა მონაკვეთში და ღამის გადაღება სტუდიის გარეშე.

რას ეუბნება შენი ფონი მაყურებელს მანამ, სანამ საუბარს დაიწყებ. მარტივი მოსაწყობი გარემო (setup-ები), რომელიც ესთეტიკურად გამოიყურება. როგორ ვაქციოთ ნებისმიერი ოთახი გადასაღებ სივრცედ.

რატომ გპატიობს აუდიტორია ცუდ გამოსახულებას, მაგრამ არასდროს პატიობს ცუდ ხმას. სუფთა ხმის ჩაწერა მიკროფონის გარეშე. როგორ ვიპოვოთ და გავაქროთ ექო ნებისმიერ სივრცეში.

როდის რომელი ფორმატი უნდა გამოვიყენოთ. როგორ გადავიღოთ ერთი ვიდეო და გამოვიყენოთ ორივე ფორმატისთვის. როგორ მოქმედებს ვიდეოს ჩამოჭრა იმაზე, თუ რას ვაჩვენებთ კადრში.

სად უნდა გავიხედოთ, რა სისწრაფით ვისაუბროთ და როდის გავაკეთოთ პაუზა. როგორ მოვიხსნათ შებოჭილობა და უხერხულობის განცდა ჩაწერის ღილაკზე დაჭერისას.

რა არის B-roll-ი და როდის სჭირდება ის შენს ვიდეოს. როგორ გადავიღოთ ჩვენი ხელები, ეკრანები და სხვა მოქმედებები, როცა მარტო ვართ.

გადაღება წინასწარ გათვლილი მონტაჟით — ტემპი, კამერით გაკეთებული ტრანზიშენები, ერთი დუბლი ბევრი კადრის წინააღმდეგ და ტრენდულ მუსიკაზე გადაღება.

გრძელი ფორმატისთვის სივრცის მოწყობა, ჩაწერა გადამღები გუნდის გარეშე, ეკრანის ჩაწერა ტუტორიალებისთვის და მრავალკამერიანი გადაღება ოპერატორის გარეშე.

კამერის რყევა, ანარეკლი, ფოკუსის დაკარგვა, ცუდი ფონი, შუქის საწინააღმდეგოდ გადაღება — დეტალურად თითოეულ შეცდომასა და მისი გამოსწორების გზებზე.

ფაილებისთვის სახელების დარქმევა, საქაღალდეების ორგანიზება, სარეზერვო ასლები (Backup), ქლაუდ სივრცე და ფაილების გადატანა მოწყობილობებს შორის. როგორ დავიზღვიოთ თავი ფაილების დაკარგვისგან.

CapCut, სამუშაო პროცესი და მონტაჟი ისე, რომ ამაში მთელი დღე არ დავხარჯოთ.

იმპორტი, დალაგება, მოჭრა, მუსიკის დამატება და ექსპორტი. შენი პირველი სრულყოფილად დამონტაჟებული ვიდეო, თავიდან ბოლომდე.

ტექსტის დადება, სათაურები, ანიმირებული ტექსტი და ავტომატური სუბტიტრები — ისეთი სტილით, რომ მობილურზე კითხვა მარტივი იყოს.

რომელი ტრანზიშენი გამოიყურება ბუნებრივად და რომელი გამხელს, რომ დამწყები ხარ. როგორ უნდა ერგებოდეს ეფექტები ვიდეოს ენერგიას.

მუსიკის დამატება, კადრების დასინქრონება მუსიკის რიტმთან, voiceover-ის (გახმოვანების) ჩაწერა და მუსიკისა და საუბრის ხმის დაბალანს.

Შენელებული კადრები (Slow motion), სიჩქარის ცვლილება (Speed ramp), გაყინული კადრი (Freeze frame) — როდის ცვლის თითოეული მათგანი კლიპის აღქმას და როდის წარმოადგენს უბრალოდ ყურადღების გამფანტველს.

როგორ დავამონტაჟოთ რიტმში, როგორ გავიმეოროთ ტრენდული ტრანზიშენები და როგორ გამოვიყენოთ CapCut-ის შაბლონები ისე, რომ სხვებს არ ვგავდეთ.

სიკაშკაშე, კონტრასტი, ნათელი და ჩრდილიანი ადგილები. პრესეტები ვიზუალური ერთიანობისთვის. რა არის LUT ფაილები და როგორ გამოვიყენოთ ისინი.

რატომ უყურებს მომხმარებლების 85% ვიდეოებს სოციალურ ქსელში ხმის გარეშე. ადვილად წაკითხვადი სუბტიტრების სტილები, ხელსაწყოები და სხვაობები პლატფორმებს შორის.

შავი მონტაჟიდან საბოლოო ექსპორტამდე ისე, რომ ერთი და იგივე მონაკვეთის ოთხჯერ გადაკეთება არ დაგჭირდეს. რეალურად რამდენი დრო უნდა მიჰქონდეს მონტაჟს.

Pro

DaVinci Resolve და ხარისხობრივი სხვაობა ჩვეულებრივ კრეატორსა და მედია ბრენდს შორის.

რას აკეთებს DaVinci ისეთს, რაც CapCut-ს არ შეუძლია. როდის არის ხარისხის სხვაობა შესამჩნევი შენი აუდიტორიისთვის და რა მონაცემები სჭირდება შენს კომპიუტერს.

5 მთავარი გვერდი: Cut, Edit, Fusion, Color და Fairlight. როგორ დავაიმპორტოთ, დავამონტაჟოთ და დავარენდეროთ მზა ფაილი.

J-cut და L-cut ბუნებრივი საუბრის მისაღებად. პაუზებისა და ზედმეტი სიტყვების ამოჭრა. მრავალკამერიანი მონტაჟი და ხმის სინქრონიზაცია.

ხმაურის ჩახშობა, ხმის EQ, კომპრესია და აუდიო ტრეკების ბალანსი. როგორ ვაქციოთ ტელეფონით ჩაწერილი ხმა ისეთად, თითქოს პროფესიონალურ სტუდიაშია ჩაწერილი.

ჩაშენებული სუბტიტრების ხელსაწყოები, ეკრანის ქვედა ნაწილის გრაფიკა (lower thirds) და Fusion ტექსტის ანიმაცია. როგორ გამოიყურება იაფფასიანი ტექსტი და როგორ ავირიდოთ ის თავიდან.

როდის უნდა დავჭრათ, როგორ დავადოთ დიალოგს, ნიღბები (Masking), კადრი კადრში (Picture-in-picture) და მრავალშრიანი მონტაჟი.

სწორი პარამეტრები YouTube-ისთვის (1080p, 4K) და Instagram/TikTok-ისთვის (ვერტიკალური). კოდეკი, ბიტრეიტი, ხარისხი ფაილის ზომის წინააღმდეგ.

ექსპოზიცია, კონტრასტი, ნათელი ნაწილები, ჩრდილები, გაჯერებულობა და ტემპერატურა. როგორ წავიკითხოთ Waveform მონიტორი საკუთარი თვალების ნდობის ნაცვლად.

Node-ებზე დაფუძნებული სამუშაო პროცესი, პირველადი და მეორადი კორექციები, LUT-ების შექმნა და სხვადასხვა პირობებში გადაღებული კადრების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა.

როგორ უნდა გამოიყურებოდე ისე, თითქოს ტოპ 1%-ს ეკუთვნი, ჯერ კიდევ მანამ, სანამ მათ ციფრებს მიაღწევ.

რატომ ჯობს ცნობადობა სილამაზეს. ვიზუალური სისტემა (ფერები, ფონტები, განლაგება), რომელიც შენს კონტენტს ცნობადს ხდის მანამ, სანამ ვინმე სათაურს წაიკითხავს.

სწორი ზომები, პატარა ზომაში მარტივად წაკითხვადი ფონტები, კონტრასტი და ფორმულა „სახე + ტექსტი + ფერი“, რომელსაც კლიკები მოაქვს.

როგორ მუშაობს CTR (Click-through rate) რეალურად. რატომ აქვს შენს სახეზე ასახულ ემოციას დიზაინზე მეტი მნიშვნელობა. ტექსტი 5 სიტყვაზე ნაკლები და რა კლავს კლიკადობას.

ზომები Stories, Feed, Reels ქავერებისა და Facebook ბანერებისთვის. შაბლონები, რომლებიც ინარჩუნებს შენი პროფილის ერთიან ვიზუალურ სტილს.

ტექსტისა და ელემენტების ანიმაცია, ვიდეოს სახით ექსპორტი და Reels/Stories-ში გამოყენება სამონტაჟო პროგრამების გარეშე.

პროფესიონალური ტექსტის დადება სამოყვარულოს წინააღმდეგ. ზომები მობილურისთვის. ჩრდილები, კონტურები და უფასო ფონტების საუკეთესო არჩევანი.

როგორ მუშაობს საავტორო უფლებები მუსიკაზე და რა ხდება მაშინ, როცა იყენებ ტრეკს, რომელიც არ უნდა გამოიყენო. სად ვიპოვოთ საავტორო უფლებებისგან თავისუფალი (Royalty-free) აუდიო.

სად ვიპოვოთ უფასო Stock ვიდეოები და ფოტოები, მათი გამოყენების უფლებები, ძიების ტექნიკა და შემთხვევები, როცა AI-ით გენერირებული ფოტოები საუკეთესო გამოსავალია.

ანალიტიკა და ის რეალური ფაქტორები, რომლებიც ციფრებს ზრდის.

CTR, ნახვის საშუალო ხანგრძლივობა, retention მრუდი და ტრაფიკის წყაროები. როგორ გავაანალიზოთ retention გრაფიკი და როგორ გამოვიყენოთ ის შემდეგი ვიდეოს სტრუქტურის გასაუმჯობესებლად.

ბოლომდე ყურების მაჩვენებელი (Completion rate), გაზიარებები, Reach — რას აქვს რეალური მნიშვნელობა და რა არის უბრალოდ „ამაოების მეტრიკა“. რით განსხვავდება ზრდის ლოგიკა მოკლე და გრძელ ფორმატებს შორის.

როგორ პოულობს ხალხი ვიდეოებს ძიების მეშვეობით. სათაურები, აღწერები, თეგები და თავები, რომლებიც მარტივად იძებნება. TubeBuddy-სა და VidIQ-ს გამოყენება.

ეტაპობრივი დიაგნოსტიკა: hook-ი, thumbnail-ი, თემა, ხარისხი, დრო და ნიშა. როგორ მივხვდეთ, კონკრეტულად რომელი ფაქტორი წარმოადგენს პრობლემას.

როგორ მუშაობს ჰეშთეგები თითოეულ პლატფორმაზე 2026 წელს. რამდენი უნდა გამოვიყენოთ, როგორ დავაკომბინიროთ ისინი და რომელ შემთხვევებშია ჰეშთეგები პრაქტიკულად უსარგებლო.

როგორ ვიპოვოთ სწორი პარტნიორი კოლაბორაციისთვის, რა შევთავაზოთ, რომელი ფორმატები მუშაობს საუკეთესოდ და რა ეხმარება ორივე არხს ზრდაში.

რატომ არის გამოქვეყნებიდან პირველი 24 საათი ყველაზე მნიშვნელოვანი. როგორ ავაშენოთ ნამდვილი და ერთგული აუდიტორია კომენტარებზე სწორი პასუხების გაცემით.

პოსტვის ოპტიმალური დრო, რა სიხშირით დავპოსტოთ ისე, რომ არ გადავიწვათ, აღწერების მნიშვნელობა და რა უნდა გავაკეთოთ გამოქვეყნებიდან პირველ საათში.

კონტენტის აუდიტი, ახალი ფორმატების დატესტვა. როგორ მივხვდეთ, როდის შევიცვალოთ მიმართულება და როდის გავაგრძელოთ იგივე სტრატეგია.

რატომ ემართება ეს თითქმის ყველა კრეატორს, როგორ გვიცავს ვიდეოების წინასწარ გადაღება მისგან და როგორ ავიღოთ შესვენება ისე, რომ არ დავკარგოთ ის, რის აშენებასაც ამდენი დრო მოვანდომეთ.

იმუშავე ორჯერ უფრო სწრაფად და გამოიყურებოდე ორჯერ უფრო პროფესიონალურად.

ყველა კატეგორიის ხელსაწყო, რომელიც კრეატორს სჭირდება (გადაღება, მონტაჟი, დიზაინი, დაგეგმვა, ანალიტიკა, AI) — უფასო და ფასიანი ვერსიები და მათი ეტაპობრივი ინტეგრაცია პროცესში.

ChatGPT და Claude იდეების გენერირებისთვის, კონკურენტების ანალიზისთვის და თემების ვალიდაციისთვის გადაღებამდე. ეფექტური Prompt-ები, რომლებსაც საუკეთესო შედეგები მოაქვს.

როგორ გამოვიყენოთ AI პირველადი შავი ვერსიის შესაქმნელად ისე, რომ ტექსტი არაბუნებრივად არ ჟღერდეს. რა უნდა გადავწეროთ ყოველთვის ჩვენით და როგორ შევინარჩუნოთ ინდივიდუალური სტილი.

Midjourney, DALL-E, Runway — რას აკეთებს თითოეული მათგანი. AI კონტენტის საავტორო უფლებები და მისი ვიდეოში ინტეგრაცია ისე, რომ ბუნებრივად გამოიყურებოდეს.

როგორ ახდენს Descript-ი კადრების ტრანსკრიფციას, შლის პაუზებს და გაძლევს მონტაჟის საშუალებას ტექსტის რედაქტირებით. როდისაა ის CapCut-ზე უკეთესი არჩევანი.

Later, Buffer, Creator Studio და ჩაშენებული დამგეგმავები. ავტომატური პოსტინგი — რა უნდა დავგეგმოთ წინასწარ და რა უნდა დავპოსტოთ ხელით.

TubeBuddy, VidIQ, SocialBlade — რისთვისაა თითოეული მათგანი საუკეთესო. როგორ გავაანალიზოთ კონკურენტების არხები სიღრმისეულად.

იდეების ბაზა, კონტენტ კალენდარი, ვიდეოების ტრეკერი და ბრენდებთან თანამშრომლობის CRM სისტემა. (შაბლონები მოყვება კურსს).

შემოსავლის ყველა წყარო — რეალურად რამდენს იხდიან და ზუსტად როგორ მიხვიდე იქამდე.

შემოსავლის ყველა წყარო (AdSense, ბრენდებთან თანამშრომლობა, კურსები, დონაციები, Affiliate მარკეტინგი, ციფრული პროდუქტები) და მათი ანაზღაურება აუდიტორიის ზომის მიხედვით.

1,000 გამომწერი და 4,000 საათი ყურებადობა. RPM CPM-ის წინააღმდეგ. რეალისტური მოლოდინები და იმის ანალიზი, თუ რომელი ნიშები იხდის მეტს.

იმ ბრენდების პოვნა, რომლებიც შენს აუდიტორიას ერგება. შეთავაზების დაწერა, რომელსაც რეალურად პასუხობენ, media kit-ის აწყობა და შენი პირველი ინტეგრაციის შეფასება (ფასის დადება).

გრძელვადიანი კონტრაქტები, ექსკლუზიურობის პირობები, გამჟღავნების მოთხოვნები და ბრენდისგან ფულის აღება ისე, რომ აუდიტორიის ნდობა არ დაკარგო.

როგორ მუშაობს Affiliate პროგრამები, ასეთი პროგრამების მოძიება შენს ნიშაში და რეკომენდაციების ბუნებრივი ინტეგრაცია ვიდეოებში.

კურსები, კონსულტაციები, პრესეტები, შაბლონები — და როგორ იქცევა შენი კონტენტი ამ ყველაფრის საუკეთესო მარკეტინგად.

YouTube Super Thanks, Patreon, Buy Me a Coffee. როდის უნდა ვითხოვოთ, რა შევთავაზოთ სანაცვლოდ და როგორ წარვადგინოთ ეს ჩვენს აუდიტორიას.

რატომ იხდის TikTok Creator Fund თითქმის არაფერს და როგორ მუშაობს Instagram Bonuses. საიდან მოდის რეალურად მოკლე ფორმატის ფული.

რა უნდა შეიტანო, როგორ დააფორმატო, რომელი სტატისტიკით უნდა დაიწყო და როდის უნდა გააგზავნო ის ბრენდებთან.

ბიზნესის რეგისტრაცია, AdSense გადასახადები, ბრენდებთან თანამშრომლობისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია. მნიშვნელოვანი იურიდიული დეტალები საქართველოსთვის და მის ფარგლებს გარეთ.

ფასები

Start დაგაწყებინებს პოსტვას. Pro მოგიტანს შემოსავალს.

აირჩიე, საიდან იწყებ. განახლებას მოგვიანებითაც შეძლებ.

Start

699,00/ ერთჯერადად
  • 48 გაკვეთილი 6 მოდულში
  • მენტალური ნაწილი — შიში, პერფექციონიზმი, სტაბილურობა
  • TikTok, Instagram და YouTube ალგორითმების გაშიფრვა
  • იდეები და ჰუკები, რომლებიც სქროლვას აჩერებს
  • როგორ გადაიღო ტელეფონით — განათება, ხმა, ფონი
  • CapCut მონტაჟი ნულიდან
  • მუდმივი წვდომა

ყველაზე პოპულარული

Pro

1399,00/ ერთჯერადად
  • ყველაფერი, რაც შედის Start-ში
  • 94 გაკვეთილი 10-ვე მოდულში
  • ''DaVinci Resolve'' — პროფესიონალური მონტაჟი და ფერები
  • შენი ვიზუალური ბრენდი — თამბნეილები, იდენტობა, დიზაინი
  • ანალიტიკა და ზრდა — რა ცვლის ციფრებს
  • ''AI ხელსაწყოები'' — იმუშავე ორჯერ უფრო სწრაფად
  • ''მონეტიზაცია'' — ბრენდები, AdSense, ციფრული პროდუქტები
  • მუდმივი წვდომა

14-დღიანი თანხის დაბრუნების გარანტია*

FAQ

ხშირად დასმული კითხვები.

კი. კურსის სასტარტო პაკეტი შექმნილია აბსოლუტური დამწყებებისთვის.

Pro სიღრმისეულად განიხილავს ბევრ რთულ საკითხს, როგორიცაა ვიზუალური ბრენდინგი, ალგორითმების გაშიფრვა, ანალიტიკა, მონეტიზაცია და ა.შ. ეს ყველაფერი დაგეხმარება შენი არხის ზრდასა და მეტი შემოსავლის მიღებაში.

ქართულზე. ყველა ვიდეოგაკვეთილი ქართულ ენაზეა.

გამოყავი კვირაში 3-5 საათი გაკვეთილებისა და 2-4 საათი პრაქტიკისთვის.

ყოველკვირეულად. ეს საშუალებას გაძლევს თანმიმდევრულად ისწავლო და არ გადაიწვა.

მზად ხარ დასაწყებად?

შენი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება აქედან

უსაფრთხო გადახდა საკრედიტო ბარათით.